logo
ENG



"ლომჯარიას დაავალეს თემის აწევა" - კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებაზე

31 ივლ 202411:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/7c44ldbrrklhx0i.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით თემის აწევა "ნინო ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული". კობახიძე ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე საათში მოკლეს.

კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციას სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები.

"მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი, სომხეთის პრემიერმინისტრი.

რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას დაავალეს პატრონებმა. მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სკანდირებდნენ - "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას".


close დახურვა